გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

29-09-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიით წარმოქმნილ გამოწვევებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერია დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების მხრივ და საარჩევნო სისტემის ბოლოდროინდელმა რეფორმამ, რომელიც გულისხმობს მეტად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ქვეყანას ახალი დონის დემოკრატიული განვითარება მოუტანა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და სავიზო ლიბერალიზაცია აძლევს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მეტი ამბიცია, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული მაქსიმალურად სრულად გამოყენება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. აღინიშნა, რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა - „მეტი მეტისთვის“, რამდენადაც საქართველო, რომელიც ბევრს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მეტს იმსახურებს, შესაბამისად, საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რათა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტი დინამიკა ჰქონდეს.