გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვრცელდება დეზინფორმაცია ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე – სომხეთის საელჩო

5-10-2020

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თიღქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს.

სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს გააქტიურდა და ამ დრომდე გრძელდება. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ ქართულ-სომხური გამოცემა „ალიქ მედია“ და ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12“ წერდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი“, რის გამოც პროტესტი გამოხატეს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა: „საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის [არ შეესაბამება რეალობას], ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის“.

ირაკლი სესიაშვილის თანახმად, „ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან“.

ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის წინა, შედარებით მასშტაბური დაპირისპირებისას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ბრალდებები, რომლის თანახმადაც სომხეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს იარაღი, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

netgazeti.ge