გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: დღეს საქართველო 100 000 მოქალაქეზე, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს

7-10-2020

რაც შეეხება სწრაფ გამოვლენას. სწრაფი გამოვლენის ნაწილში, ჩვენ მოდელი შევცვალეთ, დაახლოებით უკვე 2 კვირაა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. როდესაც, ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დაახლოებით 200 PCR ტესტს. დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტესტის კეთების რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ეს ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ - მიზნობრივი და სისტემური ტესტირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული

„მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და რა თქმა უნდა, ის, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უკვე შექმნილია და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, უნდა გაიტესტოს. მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და რა თქმა უნდა ის შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უკვე შექმნილია და ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების ტესტირება მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკი სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეიქმნას.

„აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ადამიანი, რომელიც არის მაგალითად ინფიცირებულის კონტაქტი, ყველამ, როგორც წესი უნდა მივიღოთ, რომ ინფიცირებულის კონტაქტი როგორც კი ვართ უნდა გადავიდეთ თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი თუ არ გავაქვს უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის რაც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილშიც ცვლილება შევიტანეთ და რომელზეც ასევე მოგვიანებით ვილაპარაკებ. პირველი ეტაპი სწრაფი გამოვლენის ეტაპი, რაც ნიშნავს მიზნობრივი ტესტირების ხარისხის გაზრდას და სისტემურ ტესტირებას. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც უკვე დალაგებულია. დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი რისკი სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.