გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: საზღვაო სფეროში შეღავათების შეთავაზებით დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ

8-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის მიერ მიღებულ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესსა და იმ დარგებს შეეხება, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სტატუსის მისანიჭებლად შეირჩა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც დღეს მთავრობამ მიიღო, ეს ეხება საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესს და იმ დარგებს, რომელიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოთ. შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც, დღესდღეობით, ყველაზე მეტია შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები, მათ შორის არის: სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილნი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან, მთავრობა საქართველოს ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.

„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორებიცაა: მალტა, კვიპროსი და სხვა, შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც, დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით სანაოსნო დარგში ლიდერებად მიიჩნევიან. ეს პოტენციალი საქართველოსაც აქვს”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.