გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

9-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით და სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს მივულოცო საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება.

მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები, სადაც მშრომელი, თავის სამშობლოზე, ქალაქზე, მხარეზე შეყვარებული ადამიანები ცხოვრობენ.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, რაც, როგორც პირადად ჩემთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით დასაფასებელი და საპატივცემულოა.

ონის მუნიციპალიტეტი, როგორც მთლიანად თქვენი საოცარი მხარე, გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი, რაც ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარების კარგი წინაპირობაა. რასაკვირველია, ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც როგორც უშუალოდ თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია.

მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე ერთი საათით მცირდება. ეს 55 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს, მომდევნო წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტების და ტურიზმის განვითრების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დავდივართ რეგიონებში და ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით წარმოდგენილი პროგრამებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს და სხვადასხვა სახის პროექტები ხორციელდება. ბუნებრივია, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ არსებობს გამოწვევები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას და რომელთა დაძლევაც ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია.

მჯერა, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევასა და პრობლემას, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს აწუხებს და რაც, ზოგადად, ქვეყანაშია. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ შეგვიძლია 2012 წლიდან, ერთიანი ძალისხმევით, მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას.

31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს გეხებათ როგორც თქვენ, აქ მცხოვრებ ადამიანებს, ისე სრულიად საქართველოს. მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს არჩევანი იქნება - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", - განაცხადა კახა კალაძემ.