10-10-2020
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. საბავშვო ბაღები მომარაგებულია სპეციალური ხსნარებით და ყველა იმ საშუალებით, რაც რეკომენდაციითაა გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ბაგა-ბაღებისთვის შეძენილ იქნა საგანმანათლებლო რესურსები ( ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა)
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად.
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყება. ვცდილობთ ყველა საბავშვო ბაღი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მზად დახვდეს პატარებს.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ბავშვების ჯანმრთელობას. ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით გადავლახავთ ამ პრობლემას - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
სუფსისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-100 ბავშვზე გათვლილი ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. სოფელ აცანაში კი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელ, ნატა კობალავასთან ერთად გაეცნო.