გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი კაკაურიძე: საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების რესურსი არ არის

12-10-2020

თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია გაგვაჩნდეს მისი შრომის ადეკვატური ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.
მისი თქმით, საჯარო სექტორში ადამიანთა შემცირების მოთხოვნის პარალელურად, უნდა დაისვას კითხვა არის თუ არა იმის რესურსი, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდეს.
„საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების რესურსი არ არის, ვინაიდან შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ფული დაიზოგება. ეს რესურსი უნდა მიიმართოს იმ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში და პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.