გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: სამცხე ყოველთვის იყო ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, ქვეყნის ის კუთხე, რომელსაც დღეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

12-10-2020

სამცხე ყოველთვის იყო ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, ქვეყნის ის კუთხე, რომელსაც დღეს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალციხეში, პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის მრავალეთნიკურობა, რომელიც დღეს სამცხეშია, არის საქართველოს სიძლიერის გარანტი.
„დიდი პატივია, დღეს, აქ, საქართველოს, ქართული იდენტობის და ქართული კულტურის აკვანში, თქვენთან ერთად საუბარი ქვეყნის მომავალზე. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ, ყველას კარგად გვესმის და ყველა ვმუშაობთ, ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე. სამცხე ყოველთვის იყო ქვეყნის სიძლიერის საფუძველი, ქვეყნის ის კუთხე, რომელსაც დღეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის მრავალეთნიკურობა, რომელიც დღეს აქ არის, არის ჩვენი სიძლიერის გარანტი. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო ხვალ იყოს უკვე უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის და ამას უნდა მივაღწიოთ ერთობლივი შრომით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, მსოფლიოში, გლობალური გამოწვევებია, გლობალური ეკონომიკური კრიზისია, არის პანდემია, ბევრი პროცესი გაჩერდა, ტურიზმის მიმართულებით გაჩერდა, ეკონომიკური კრიზისი რეალობაა, სამუშაო ადგილებს ვკარგავთ ჩვენც და მსოფლიოშიც ბევრი ქვეყანა. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლის მოსაგვარებლად არც ერთი დღე არ უნდა გავჩერდეთ და ამის მაგალითია ის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ყოველ დღე გრძელდებოდა და არც ერთი დღე არ გაჩერებულა. ახალციხის, ვალეს სისტემური პრობლემაა წყალმომარაგება, კანალიზაცია, ამ მიმართულებით სამუშაოები არც ერთი დღე არ გაჩერებულა და უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც არასდროს ყოფილა, 24-საათიანი წყალმომარაგებაც და მოწესრიგებული კანალიზაციაც იქნება. ასევე, არასოდეს ყოფილა ისეთი დონის და ისეთი სისწრაფის რეკონსტრუქცია გზაზე როგორიც არის ახალციხე-ნინოწმინდა, ერთი ლოტი დამთავრდა, მეორე ლოტით გაგრძელდება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ნორმალურ ქვეყანაში გავზარდოთ ჩვენი შვილები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლებისა და სოციალური დახმარების რეფორმებზე და განაცხადა, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იშრომოს ღირსეულად და არჩინოს თავისი ოჯახი.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვაობა არ იყოს ადამიანი, ახალგაზრდა ცხოვრობს ახალციხეში, ახალქალაქში, ვალეში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა თუ რუსთავში, თანაბარი პირობები უნდა იყოს ყველასთვის და ამისთვის ვატარებთ ჩვენ ისეთ სისტემურ რეფორმებს, როგორიც არის განათლების რეფორმა, როგორიც არის სოციალური დახმარების რეფორმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იშრომოს ღირსეულად და არჩინოს თავისი ოჯახი. მინდა ახალციხელებს მადლობა გითხრათ - აქტიურად მონაწილეობენ ახალციხელები სახელმწიფო მხარდაჭერის ისეთ პროგრამებში, როგორიც აქვს „აწარმოე საქართველოს“ და სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს. ეს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია და მუნიციპალიტეტია, სადაც ამ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ. ეს კარგია, რადგან ეს ხელს უწყობს ქართველ გლეხს, გახდეს ძლიერი ფერმერი, ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით - ქართველი მოქალაქის, ქართველი გლეხის გვერდით ვიქნებით ყოველთვის, ვინც რა შეფასება არ უნდა მისცეს ამას და ყოველთვის რასაც ვაკეთებდით იმას გავაგრძელებთ, იმისთვის, რომ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია -„ სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ და ადრე ამ პროგრამებში მონაწილეობისთვის თუ საჭირო იყო თბილისში ჩასვლა, იმავე ინფორმაციას, იგივე მხარდაჭერას დღეს მიიღებთ თქვენს ქალაქებში, იქნება ეს საზოგადოებრივი ცენტრი თუ იუსტიციის სახლი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს.
„ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ხვალინდელი დღე გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი. ამისთვის გვჭირდება, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ თითოეული დღე გაწერილი გვაქვს პროგრამის შესაბამისად და მინდა ახლავე გითხრათ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, დამატებით ინვესტირებული იქნება ჯამში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის კონკრეტული პროგრამები და პროექტებია, რომელიც ჩვენ უკვე განხილული გვაქვს და ვიცით, სად გზა უნდა გავიდეს, სად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, სად სასმელი წყალი უნდა იყოს, სად საირიგაციო სისტემა უნდა განახლდეს და ა.შ მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ახალციხელებთან ერთად ვმსჯელობდით და ახალციხეში უახლოეს დროში აუცილებლად იქნება ბექა ჯაყელის ქუჩაც და გიორგი ბრწყინვალეს ძეგლიც. ეს თითოეული ჩვენგანის ის ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე უნდა შევასრულოთ. გამარჯვებას გისურვებთ, ახალციხელებო!“, - აღნიშნა პრემიერმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.