გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კალაძე: 2012 წლის შემდეგ, გურიაში უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები განხორციელდა

16-10-2020

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი და სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს. ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს - მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას.

2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები.

გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს, მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს.

ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენს წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა იქნეს დროულად მოგვარებული. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები გისურვოთ!

ერთად ჩვენი ქვეყნის და საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.