გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით დავით გარეჯის სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ

17-10-2020

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან არსებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული არხის“ გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რასაც ორ მჭიდროდ გადაჯაჭვულ, ურთიერთთამოკიდებულ სახელმწიფოს შორის განხეთქილება შეეძლო გამოეწვია.

„უცხო ქვეყანა, ამ შემთხვევაში ვთქვათ რუსეთი, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება იყოს დაინტერესებული ორ მეზობელ და მეგობარ, ძალიან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებით? ჩვენ, აზერბაიჯანი და საქართველო ურთიერთდამოკიდებული სახელმწიფოები ვართ.

გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და მეგობრობა. რა შემთხვევაში შეიძლება გამოეწვია ამ ურთიერთობებს შორის რაიმე დიდი განხეთქილება? ერთ-ერთი საკითხი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ ის, რაც სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ ჩაიდინა. ანუ ჩვენი სიწმინდის - დავით გარეჯის ნაწილი შეუთანხმეს და აღმოჩნდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2007 წელს. მე კითხვას ვსვამ - ეს არის შეგნებული, გააზრებული პროვოკაცია სააკაშვილის და მისი მთავრობის მიერ ჩადენილი? მაშინ ემთხვევა თუ არა რუსეთის ინტერესები?! მე ასე მიმაჩნია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო საკითხზე აზერბაიჯანული მხარის პოზიციაზეც ისაუბრა. მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლის ჰიკმედ ჰაჯიევის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები არიან და აზერბაიჯანული მხარე მზად არის დიალოგისთვის.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად კონსტრუქციულად არის განწყობილი აზერბაიჯანული მხარე. უფრო მეტიც, ჩვენი კარტოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ხორბალაძე, რომელიც კომისიის სხდომას ესწრებოდა, მიყვება ასეთ ისტორიას - „ჩვენ აზერბაიჯანელებთან როცა ვიყავით კომისიის სხდომაზე და დავაყენეთ ამ რუკის საკითხი რატომ არ მივყვებით ამ ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმებას და რატომ ვარღვევთ, აზერბაიჯანელები დარჩნენ გაკვირვებულები, საერთოდ პირველად გვესმის თქვენგან. თქვენი ინიციატივით ხდებოდა იმ რუკებით შეთანხმება სახელმწიფო საზღვრების“. აქედან გამომდინარე ყველაფერი ცხადია - ეს არის რუსული ინტერესი. მჯერა, რომ უფლის დახმარებით, ჩვენი მთავრობის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს კეთილგონივრული გადაწყვეტილებებით და შეთანხმებით, დავით გარეჯის ამ სადავო ნაწილებს შემოვიერთებთ. ეს მოხდება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს სამუდამოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის სადავო საკითხზე საქართველოს პოზიციაზეც იმსჯელა. როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე განსაკუთრებულს, ზედმეტს არ ითხოვს მოძმე ხალხისგან, მეგობარი სახელმწიფოსგან. ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც საქარველოსა და აზერბაიჯანს შორის დაიდო. „ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, არგუმენტი და მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო. სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს. მე მაქვს მყარი საფუძველი იმისა, რომ ვთქვა, დასრულდება ძალიან პოზიტიურად ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.