გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე: ეს არის საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია

21-10-2020

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განათლება და განათლების რეფორმა მთავრობის და საერთოდ, სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.

„ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ, ყოველთვის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პრობლემა გვქონდა. ეს არის საერთაშორისო დონის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანთლებლო სისტემაში. განსაკუთრებით ამ დღეს, ამ ფორმალურ სიტყვებთან ერთად, მე მინდა მივულოცო პირველკურსელებს. ყველანი ვყოფილვართ პირველკურსელები და ყველას გვახსოვს, ეს რამხელა ემოციური დატვირთვის დღე იყო. ეს დღე რამდენჯერმე გადაიდო და დღესაც, პირველკურსელებს უწევთ პირბადეებით ამ დღესასწაულის შეხვედრა. მე მინდა, ისინი გავამხნევო და ვუთხრა, რომ ეს პრობლემებიც, ეს გამოწვევაც გადაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ და მათ ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო, ევროპული დონის უნივერსიტეტში, საქართველოში ისწავლონ და მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, გლობალური კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო დონეზე ნებისმიერი უნივერსიტეტის გამოშვებულ სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამო მადლობა უნდა გადავუხადოთ „ქართუ“ ჯგუფს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. გულწრფელად გეტყვით, რომ ყველა იმ ქველმოქმედებიდან, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში გაუკეთებია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი მიღწევა. ეს ქველმოქმედების აქტი არის ყველაზე ღირსეული ნაბიჯი. ეს არის საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ამ უნივერსიტეტს როდესაც უყურებს, მადლიერების გრძნობით ივსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.