გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გახარია: სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი იყო და ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია

21-10-2020

საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ბრძოლა მმართველ გუნდს 2012 წლის შემდგომ, წლების განმავლობაში მოუწია.

„საქართველოს სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა იყო სისტემურად რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდგომ ჩვენ მოგვიწია წლების განმავლობაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე კი არ არის საუბარი, სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.