გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკ -მონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!

30-10-2020

"ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში ყველა სამაჟორიტარო ოლქში და ვერანაირი გაყალბებული კვლევები და ფეიკ -მონაცემები ვერ მოახდენენ გავლენას ამომრჩევლის განწყობაზე!!!“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კახეთის ყველა სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ის ამჟამად იმყოფება და წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს, მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უცხადებს.

„ერთ თვეზე მეტია ვიმყოფები ყვარლის მუნიციპალიტეტში და აქ წინასაარჩევნოდ ვეხმარები ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს „ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილს. საარჩევნო პროცესის ფარგლებში მოვიარეთ ყვარლის მუნიციპალიტეტი სრულად. პირადად მე გახლდით ქ. ყვარლის თითქმის ყველა ოჯახში ე.წ "კარდაკარზე" და სრულიად დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი 10 ოჯახიდან 8 და ხშირ შემთხვევაში 9 ოჯახი სრულ და გულწრფელ მხარდაჭერას უცხადებს „ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატს. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ იგივე მოცემულობა არ იყოს ამ სამაჟორიტარო ოლქის სამ დანარჩენ მუნიციპალიტეტში (ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში), რადგან იდენტურია ამომრჩევლის მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი" და მისი კანდიდატისადმი. შესაბამისად, სრული აბსურდი და სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა გვარამიას და ნაცმოძრაობის მხრიდან ყურით მოთრეული მტკნარი სიცრუე რადიკალური ოპოზიციის და მისი კანდიდატის - ბოტკოველის რაიმე უპირატესობაზე“,- წერს დავით მათიკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.