გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია რუსულ რბილ ძალაზე: ამას ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას ვუპირისპირებთ

30-10-2020

შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს არ ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით, შესაბამისი უწყებები მუშაობენ, როგორც საჭიროა ისე.

„ერთი რამ გაითვალისწინეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურები მუშაობენ თავიანთი რეგლამენტების შესაბამისად და რუსი ჯაშუშების, ძველ პერიოდში, ასე გამოვლენა, პიარისთვის და რეკლამისთვის, ეს არაფერს არ ნიშნავს. შესაბამისი უწყებები მუშაობენ, როგორც საჭიროა ისე, ამ მიმართულებით.

„რაც შეეხება რუსულ რბილ ძალას, რაზეც, როგორც ვხვდები თქვენ საუბრობთ, ამას, ჩვენ, პირველ რიგში, ვუპირისპირებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალ ხარისხს, მედია პლურალიზმს, სრულ გახსნილობას. არ დაგავიწყდეს ის, რომ საქართველო, რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენი დემოკრატიის ყველაზე ძლიერი მხარე და მახასიათებელი არის უაღრესად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი. ეს ყველაფერი არის ის ფილტრები და ბუფერები, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ. რა თქმა უნდა, სპეციალური სამსახურების და სპეციალური ღონისძიებების და ამასთან ერთად, მინდა გაგახსენოთ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც წლის დასაწყისში, სწორედ მსგავს, კიბერ, ან რბილ ძალასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ჩვენ, ძალზედ ეფექტურად, ერთობლივი ღონისძიებები ჩავატარეთ დიდ ბრიტანეთთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.