გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიადაგის კვლევის თბილისის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა

5-11-2020

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მსოფლიოს 21 საუკეთესო ლაბორატორიას შორის მოხვდა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გრანტი მოიპოვა. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, 2019 წელს,FAO-ს მიერ ორგანიზებულ,ლაბორატორიებს შორის გამოცდაში ჩაერთო, სადაც მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იღებდა. მონაწილეებს ნიადაგის 3 ბრმა ნიმუში დაეგზავნათ, რომელზეც, მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მეთოდების მიხედვით, შეზღუდულ დროში განახორციელეს კვლევები. ლაბორატორიებმა თითოეული ნიმუში 3 განმეორებაში შეასრულეს, რადგან,სიზუსტესთან ერთად, ცდომილების შკალაც დადგენილიყო.

საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შემდეგაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. წლის ბოლოსთვის, ლაბორატორია 2 სამუშაო-ლაბორატორიული და 2 სასწორისთვის სპეციალური ლაბორატორიული მაგიდა გადაეცემა.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით, ლაბორატორიებს შორის გამოცდა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ FAO-მ ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი(GLOSOLAN) 2017 წელს დააარსა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წელს შეუერთდა. 2019 წელს შეიქმნა ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელი (EURSOLAN), რომლის თავმჯდომარედაც, 2 წლის ვადით, ნიადაგის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძეა არჩეული.