გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს

2-12-2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები. ასევე, შეიცვლება გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ორი სტადიონის მშენებლობა ქ. ლანჩხუთში. ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.

სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია ასევე 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ მაჩხვარეთში რეაბილიტირდა ხიდი. სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.