გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს

10-12-2020

მიმდინარე წლის 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას განაახლებს. ბილეთების შეძენა ონლაინ ფორმატით დღეიდანაა შესაძლებელი.

სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ასევე საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: https://applk.io/georgianrailway

ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge; www.biletebi.ge; www.matarebeli.ge;

შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფოტოში.