გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესამე კვარტალში მშპ-ს კლების მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა

21-12-2020

მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 5.9 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, კლება აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-25.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-32.4 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-49.0 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12.5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-11.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4.4 პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.6 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14.7 პროცენტი), მშენებლობა (2.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).