გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია თურნავა: ვიდრე ძირითადი კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ, „ნამახვანი ჰესის" კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება

12-03-2021

„ნამახვანი ჰესის" ძირითადი ნაგებობების - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება, ვალიდაცია - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობის, ექსპერტების, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. „რიონის ხეობის დამცველების" წარმომადგენლების მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნამახვანი ჰესის" მშენებელ კომპანიასთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება, მათ შორის დამატებით კვლევებამდე ძირითადი ნაგებობების მშენებლობის საკითხზე.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის პროექტი" ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტია, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა დამატებით ბევრი კვლევა ჩაატარეს, იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი საბოლოოდ მოიხსნას. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ პრინციპული რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გზის სამუშაოებს, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთ კომპონენტებს, რომლებიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მაგრამ მთავარი, რაც იწვევს კითხვებს - კაშხალი და წყალსაცავი, მათი მშენებლობა არ დაიწყება, სანამ ჩვენ ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით", - აღნიშნა მინისტრმა.