გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სიმონეთში სასროლეთს მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა

1-04-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სიმონეთში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე სასროლეთს ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა.

დღესვე, მუხრან შუკვანის სახელობის მემორიალი საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, ასევე დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. 2010 წელს 5 სექტემბერს ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მუხრან შუკვანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.