გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკო

9-04-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის წევრებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მიტინგისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მემორიალი ტიტებით შეამკო.

„დღეს, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ მნიშნელოვან და გარდამტეხ თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო დღეა - თავისუფლების გამარჯვების დღე

32 წლის წინ, ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, რათა მოეპოვებინა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს - დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან სამ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა თითოეული ჩვენგანი ყოველთვის დიდი გულისტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ ამ დღეს. უსაზღვროდ მადლიერები ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას.
თითოეული ამ ადამიანის გმირობა ჩვენს მეხსიერებაში და ქვეყნის ისტორიაში დარჩება როგორც თავდადების საამაყო მაგალითი მომავალი თაობებისთვის" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.