გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი ქართველ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

9-04-2021

„ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას",- ამის შესახებ უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

კომიტეტი ქართველი კოლეგების იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბურ მობილიზებასა და კრემლის აგრესიულ რიტორიკასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების მზარდ რაოდენობას და ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების უპრეცენდენტო განლაგებას უკავშირდება.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიზიარებთ ქართველი კოლეგების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ესკალაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის ფართო რეგიონს და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომიტეტი მადლობას უხდის ყველა უცხოელ კოლეგას, ვინც უკრაინას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში",- ნათქვამია უკრაინის ვერხოვნა რადას საგარეო პოლიტიკის ადა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის განცხადებაში.