გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საბავშვო ბაღს სათამაშოები გამოუგზავნა

9-04-2021

ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს“ ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საბავშვო ბაღს სათამაშოები გამოუგზავნა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღს სათამაშოები გადასცა და პატარები გაახარა.

საქველმოქმედო ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო. რისთვისაც საქართველოს ფოსტას ვუხდით დიდ მადლობას.

აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი / ΚΟΙΝΩΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΤΗΣ ΓΕΩΡΓΙΑΝΗΣ ΔΙΑΣΠΟΡΑΣ, რომელიც გასულ წელს დაარსდა ქალაქ ათენში, აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს, როგორც საქართველოში მცხოვრები თანამოქალაქეების, ასევე საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების თანადგომის მიზნით. ცენტრის საქმიანობა მოიცავს, ასევე, თანამემამულეთა დახმარებას სახელმწიფო და კერძო სექტორის დისტანციური სერვისებით სარგებლობაში, სამართლებრივ საკითხებზე დიასპორის წარმომადგენელთა ინფორმირებას, მათთვის შესაბამისი სახის კონსულტაციის გაწევას და სხვ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს , განსაკუთრებით კი ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს @Nana Tevdoradze ნანა თევდორაძეს ყურადღებისთვის და შესანიშნავი საჩუქრისთვის.