გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯანმოს გენერალური დირექტორი: პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

13-04-2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება და მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების შენარჩუნებაც.

მისივე განცხადებით, მათ არ სურთ მუდმივი კარანტინის რეჟიმი, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა.

„უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვი მუდმივად იზრდება. მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი კვლავ რთულ მდგომარეობაშია, ამიტომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების შენარჩუნებაც. ქაოსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების შეუთანხმებლობა დაავადების გავრცელებას იწვევს და ადამიანები კვდებიან. ჩვენ არ გვსურს მუდმივი კარანტინის რეჟიმი, თუმცა პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. Covid-19 არ არის გრიპი. სპეციალისტები ჯერ სათანადოდ ვერ ხვდებიან ინფექციის გრძელვადიან შედეგებს. ბევრი ყოფილი პაციენტი იუწყება, რომ მათ აღენიშნებათ სისუსტე, გონების დაკარგვა, უძილობა და დეპრესია“ - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.