გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი საექსპოზიციო დარბაზი დაათვალიერა

24-04-2021

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ქართველი ემიგრანტების პირადი ბიბლიოთეკები და მემორიალური ნივთები ერთიან სივრცეში განთავსდა. ახალ საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს და გაეცნოს ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ისიდორე დოლიძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვათა მოღვაწეობის ისტორიას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია და ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო სივრცეში სრულიად ახალი სახით წარმოდგენილი მემორიალური კაბინეტები დაათვალიერა.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ვესტუმრე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. აქ შეიქმნა უნიკალური და უაღრესად საინტერესო საგამოფენო სივრცე, სადაც თავმოყრილია ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების პირადი ნივთები და პირადი ბიბლიოთეკები. ყველა მსურველს ექნება საშუალება, მოინახულოს ეს უნიკალური სივრცე.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყოველთვის ექნება სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა, რადგანაც აქ ინახება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგანძური – ჩვენი ხელნაწერები.“

ცენტრში სარემონტო სამუშაოები, სამინისტროს მხარდაჭერით, 246 კვ/მ ფართობზე განხორციელდა. შეიცვალა გადახურვა ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის სისტემები. განახლდა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი.