გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გაეროს გუნდმა საქართველოში მთავრობას 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

28-04-2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა გახსნეს ღონისძიება, რომელზეც გაეროს გუნდმა საქართველოში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ონლაინ-ფორმატში წარუდგინა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ გაეროს უწყვეტ მხარდაჭერას, რომელიც უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს სააგენტოების მიერ 2020 წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიული მმართველობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი მდგრადობის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.