გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

18-05-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა ყურადღება იმ განაცხადზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ხაზი გაესვა ჟან მონეს დიალოგს და აღინიშნა , რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროცესში საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომელიც სამაგალითო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ის დაიმედებულია იმ პროცესებით, რომელსაც აკვირდება და კარგად არის გათვითცნობიერებული მიმდინარე საკითხებში. მას სურვილი აქვს, რომ ისეთივე პროგრესი ვაჩვენოთ, როგორც ეს ბოლო კვირების განმავლობაში ვაჩვენეთ - როგორც ქვეყანამ, შევძელით, დაგვემტკიცებინა ევროპისთვის, რომ ვართ პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატია. 2024 წლისთვის განცხადების წარდგენის კუთხით, ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისგან, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.