გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2021

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში იმრან ხანი, პაკისტანის სახელით, სურვილს გამოთქვამს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ.

„თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა,"- აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.