გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დავით სონღულაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტზე: თითოეული თეთრი უნდა იყოს სწორად და ეფექტურად გახარჯული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიური მდგომარეობაა

31-05-2021

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციით გამოდის.

„არის რაღაც რეკომენდაციები, რომელიც გვექნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან მიმართებით. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტში დარჩა აუთვისებელი თანხები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ის თანხები, რომელიც ბიუჯეტითაა გათვალისწინებული „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“, სწორად იყოს გახარჯული. კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ალბათ ვიფიქრებთ, რომ 2021 წლის 6 თვის მაჩვენებელიც მოვისმინოთ. თუ ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ვერ ითვისებენ ბიუჯეტს, შესაბამისად, უკვე დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. თითოეული თეთრი უნდა იყოს სწორად და ეფექტურად გახარჯული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიური მდგომარეობაა. ასევე არსებობს სხვა რეკომენდაციები, რომელიც იქნება წერილობით განსაზღვრული“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე განმარტეს, თუ რატომ ვერ აითვისეს სრულად 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა. „ამისთვის არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რომელიც თვითონ დაასახელეს. რთულია ვთქვა ეს იყო სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. მათ თქვეს,0, რომ პანდემიის გამო მოხდა გარკვეული შეზღუდვა. ვფიქრობ, რომ 2021 წელსაც 6 თვის შემდგომ გავაკეთოთ ბიუჯეტის მოსმენა და გადავხედოთ იმ ნაწილს, თუ როგორ მიმდინარეობს თანხების ათვისება, რადგან ეს არ გახდეს სისტემური ხასიათის და არ გაჩნდეს ტენდენცია. შესაბამისად, ვინაიდან კომიტეტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია, სწორად იყოს რეკომენდაციები გაცემული. თუ იქნება მსგავსი ტენდენცია, ერთად ვიმსჯელოთ, ამას რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.