გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იხსნება

14-06-2021

პანდემიის გამო შეჩერებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდ-რეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ.
ჩვენთვით პრიორიტეტია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და მათ უსაფრთხოთ გაატარონ დრო საქართველოში. აღსანიშნავია, რომ როგორც თბილისის ასევე ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.

ტურისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ინფორმაციის მიღება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზის საშუალებით. 0 800 800 909