გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქორეთის მოსახლეობამ სპორტულ მოედანზე სკოლის მშენებლობა გააპროტესტა

3-04-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები სპორტულ მოედანზე სკოლის მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებიან და განათლების სამინისტროს ალტერნატიული ფართის მოძიებისკენ მოუწოდებენ.

ქორეთის მოსახლეობის თქმით, მოთხვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მუშებს მშენებლობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ. 

ქორეთელების პრობლემას მოგვიანებით გამოეხმაურა ახმეტის მერი. სოსო ქარუმაშვილი ამბობს, რომ მას პირდაპირი კომუნიკაცია უკვე ჰქონდა განათლების სამინისტროსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება მიღებული. 

,,ჩამოვლენ სამინისტროდან, შევხვდებით მოსახლეობას და საკითხს ისე გადავწყვეტთ,როგორც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები,,- განაცხადა ქარუმაშვილმა.

ipress