გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინდვრის დღე მოეწყო

8-07-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ფერმერებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის მინდვრის დღე მოეწყო.

ფერმერები, ხორბლის ტრადიციულ ჯიშებთან ერთად, ახალ ჰიბრიდებს გაეცნენ, რომელსაც ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ ფარგლებში ცდის.
ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული 300-მდე ხორბლის ფორმიდან 9 ფორმა, სამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოირჩა.

პროექტი 4 რეგიონში - დედოფლისწყაროში, მცხეთაში, ბორჯომსა და ახალქალაქში მიმდინარეობს, რომლებიც ერთმანეთისგან კლიმატური პირობებით და ზონალობის მიხედვით განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და მისი ჯიშად დარეგისტრირება მოხდება. შერჩეული ფორმა გაივლის ჯიშთა გამოცდას და გავრცელდება ფერმერულ მეურნეობებში.

3 წლიან პროექტს „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.