გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვერ დავემსგავსებით ოპონენტებს, რომლებიც როცა არ მოსწონდათ ამერიკის ელჩის განცხადება, მას პირდაპირ და პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ

17-07-2021

კელი დეგნანს ძალიან ბერი საკითხი შეუფასებია ობიექტურად. მას ამ ქვეყნის გვერდით დგომის ეგიდით ბევრი საქმე გაუკეთებია, მათ შორის ფასილიტაცია, უმრავი დახმარება და პროექტი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენ ვერ დავემსგავსებით ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც როცა არ მოსწონდათ ამერიკის ელჩის განცხადება პირდაპირ და პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენი განცხადება არ ეხებოდა ქართველ ჩინოსანს. ეს ეხებოდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თუ ქვეყნის კონკრეტულ ჩინოსნებს. ასევე გიდასტურებთ, როდესაც გამოვიდა თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი, უნდა ვიმსჯელოთ იყო თუ არა მისი ინფორმაცია ზუსტი, თუ იყო მცდარი. არასწორი ინფორმაცია გახმოვანდა, ასეთი რანგის პოლიტიკოსის მხრიდან. ამის საფუძველი ვერ იქნებოდა „ნაცმოძრაობა“ მისი ლობისტებით. ვერც ჩვენი ლობისტები და ვერც ჩვენი ოპონენტების ლობისტები ამას ვერ უზრუნველყოფდნენ. აქ უნდა ყოფილიყო ვინმე კონკრეტული ჩინოსანი ჩარეული, რომლის სანდოობაც ძალიან მაღალია. ყველას ვინც გააკრიტიკებს ჩვენს განცხადებებს, მინდა ვთხოვო თქვას ერთი ფრაზა მაინც, რომელი არის არასწორი? ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომელი ჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი განცხადებები, ალბათ პასუხიც მას მოეთხოვება. ვერსიებს ნუ გავყვებით. ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს. როდესაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნის მაღალი რანგის პირისგან ასეთ განცხადებას ისმენ, შენ უნდა დაიცვა შენი სიმართლე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა აპრიორი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, იქნება ის მართალი თუ არა, ყველაფერს დავეთანხმოთ. გარანტის გაძლევთ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ჩვენი სიმართლე დამტკიცდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.