გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით კარგარეთელი: ერთად დგომით, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში გარდაბანი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გახდეს

11-08-2021

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ერთობლივი, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გახდეს - განაცხადა „ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა წარდგენაზე.


როგორც დავით კარგარეთელმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პრობლემები და როგორც მომავალი მერი, მმართველი გუნდის დახმარებით ყველა გამოწვევას გაუმკლავდება. აქვე მან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. „ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როდესაც ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში ჩვენმა გუნდმა გარდაბნის მერობის კანდიდატად დამასახელა. უკვე წლებია რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით ვიცნობ აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემებს. ჩემი მუნიციპალიტეტის სამსახურში ყოფნის პერიოდში კარგად გამიცნო ადგილობრივმა მოსახლეობამაც. მათ კარგად იციან რომ არც ერთ ვითარებაში, არანაირი სირთულის წინაშე, არც ერთი მათგანი მარტო არასდროს დამიტოვებია. როგორც მომავალი მერი, ყველა გამოწვევას გავუმკლავდები და ამაში პირველ რიგში ჩვენი გუნდი დამეხმარება. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ერთობლივი, შეთანხმებული ნაბიჯებით და დროული გადაწყვეტილებით შევძლებთ რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და ეკონომიკურად წარმატებული გავხადოთ. გარდაბნის მოსახლეობამ არაერთხელ დაამტკიცა რომ კარგად არჩევს ცუდს და კარგს. კარგად იციან რა სჯობს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ღრმად მწამს რომ ამ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ! მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ზაზა ონიანი, სახმან მირზოევი, როვშან გაჯიევი, მიხეილ გედეხაური, ვუგარ მამედოვი, ბეთქილ კახიანი, რასიმ ისაევი, გიორგი გურულიშვილი, დავით ჭინჭარაული, თორნიკე ქავთარაძე, დავით ებილაშვილი“ - განაცხადა დავით კარგარეთელმა.