გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ომარ ტაკიძე შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

26-08-2021

პარტია ,,ქართული ოცნების" შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - ომარ ტაკიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.


ამჯერად მერობის კანდიდატი ჭვანის ხეობის, ჭვანის, ცხემლისის, ტაკიძეებისა და ხიჭაურის მცხოვრებლებს შეხვდა.


,,ულამაზესი ჭვანის ხეობის, ჭვანის, ცხემლისის, ტაკიძეებისა და ხიჭაურის მცხოვრებლებს შევხვდი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან - მალხაზ ტაკიძესთან და როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად.
ვისაუბრეთ მოსაგვარებელ საკითხებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ადგილობრივი მოსახლეობა გულთბილად დაგვხვდა და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. ჩემგანაც სრული მხარდაჭერა ექნებათ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ სოფელში მცხოვრებ გლეხს, ცხოვრებისათვის უკეთესი პირობები შევუქმნა", - აცხადებს ომარ ტაკიძე.