17-04-2018
საკითხს ხულოს მუნიციპალიეტეის მერიაშიც გამოეხმაურნენ, უწყებაში განმარტავენ, რომ ქვათ აცვენა მათთვის უკვე ცნობილია. ხულოს მერის გოჩა მელაძის განცხადებით რამდენიმე დღეში გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი თუ კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
"ინფორმაცია, რომ ქვები ტროსებითაა დამაგრებული ჩემამდე არ მოსულა, თუმცა იმ ფაქტის შესახებ, რომ აღნიშნულ სოფლეში ქვათცვენა არის, ეს ჩვენთვის ცნობილია, მუნიციპალიტეტის მერიამ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, დაახლოებით ორშაბათისთვის უკვე ველოდებით გეოლოგების ჯგუფს, რომლებიც შეისწავლიან აღნიშნულ და სხვა განცხადებებს, დაათვალიერებენ ტერიტოტიას და დასკვნის შესაბამისად ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, თუკი ის აღემატება მუნიციპალიტეტეტი მერიის კომპეტენციას, თუ არადა მივმართავთ შესაბამის ორგანიზაციებს, თუკი საჭირო გახდება აღნიშნული პირის გაყვანა ამ ღონისძიებებს გაატარებს მერია.“ განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.