გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მოქალაქე მუდმივად არ უნდა იყოს არეულობის, რევოლუციის და ომების მოლოდინში

5-09-2021

32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა რეგიონის განსავითარებლად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების  მოწესრიგება, წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწყებულია ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას.

„პროგრამა 63-ვე  მუნიციპალიტეტში ახლა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის პირველი ფაზა, ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება. წელს 500 მილიონი დაიხარჯება და რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პროგრამას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და ადამიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს,  ბიზნესმენი იქნება ეს, ფერმერი თუ უბრალოდ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი, სჭირდება სტაბილურობის განცდა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ცხოვრება საქართველოში და არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქე მუდმივად  არეულობის,  რევოლუციის  და ომების მოლოდინში. ამ სიტყვას მე შეგნებულად ვიმეორებ, იმიტომ, რომ ჩვენ - ჩვენმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, გამოსცადა ძალიან მძიმე  განსაცდელი ომების სახით, დაწყებული  მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო სამოქალაქო ომიც, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი - სამაჩაბლო და ახლა, სულ რაღაც 13 წლის წინ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით ამ დიდი ტრაგედიის და უბედურების თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და შეახსენებს ყველას და ნათელია ყველაფერი, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა ამ ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ" თავისი ხელწერით, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და  ძალა, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მის დაცვაზე. მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება - აი ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ ჩვენ 2 ოქტომბერს  ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.