გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე რომ მივედი თავდაცვის სამინისტროში, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სრულად მოხდებოდა ამ ავიაციის განახლება და ასეც მოხდა

18-09-2021

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროში მივიდა, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა, დღეის მონაცემებით კი აღდგენილია 4 სუ-25, 2 წლის ბოლომდე აღდგება, ასევე, მიმდინარეობს 5 მი-24-ის სრული განახლება.


„კომპლექსურად მივუდექით - ბაზების მოწყობა, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, შეიარაღება, ყველაფერი თანამედროვეა. მატ შორის ადგილობრივი წარმოების განვითარება. ძალიან მალე დავიწყებთ ადგილობრივი წარმოების ავტომატების გამოშვებას. მიდის მუშაობა მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების პროექტზე.


თვითმფრინავების და ავიაციის განახლებას რაც შეეხება - როცა მე ვეწვიე ავიაციის სარდლობას და ვესაუბრე ავიაციის სარდლობის ოფიცრებს, ძალიან დემოტივირებულები, მოწყენილები მომეჩვენენ და მქონდა მათთან გულახდილი საუბარი. ავიაციის სარდლობა გვქონდა და მე რომ მივედი თავდაცვის სამინისტროში, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა. ეს რა თქმა უნდა პრობლემა იყო. ამიტომ, გადავწყვიტე და ვუთხარი, რომ სრულად მოხდებოდა ამ ავიაციის განახლება და ასეც მოხდა. აღვადგინეთ 4 სუ-25. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების და სიამაყის საკითხი იყო. როდესაც მინისტრად მამტკიცებდნენ, პარლამენტში გამოსვლის დღეს ვთქვი, რომ სუ-25-ების გამოშვებით საქართველომ თავის დროზე სახელი გაითქვა და 1000 სუ-25 გამოუშვა ქვეყანამ. ნუთუ რა გახდა ასეთი, რომ ამის განახლება ჩვენი ძალებით არ შეგვეძლოს. ახალი ანგარი გავაკეთეთ და დავიწყეთ ეს პროექტი. მაშინ ბევრი დაგვცინოდა და ქილიკობდა, რომ მორიგი ყალბი დაპირებააო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ - 4 სუ-25 აღვადგინეთ, 2 კიდევ წლის ბოლომდე აღდგება, მიმდინარეობს 5 მი-24-ის სრული განახლება, ჩვენი ძალებით, ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენი ავიაციის ხალხის ჩართულობით. ამას გარდა, 4 ამერიკული ვერტმფრენი გავგზავნეთ უკვე ამერიკაში, მიმდინარეობს სრული განახლება და ბიუჯეტიდან გამომდინარე ვფიქრობთ ახალი საფრენი აპარატების დამატებას.

ჯარში გავაკეთე პირველი ექსპერიმენტი ამ მიმართულებით, როდესაც თავდაცვის ძალებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების გრძელვადიანი, 10 წლიანი ხედვა. ჩემი მოტივაცია რა იყო - მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვლება თუ არა, ის გეგმა და ხედვა, რომელზეც ვთანხმდებით, უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკური ხელმძღვანელის ახირების და გემოვნების მიხედვით განვითარდეს ქართული ჯარი. თავდაცვის მიერ არის დამტკიცებული, მოწონებული და მათ მიერ არის შემუშავებული ეს განვითარების გეგმა და იქ გაწერილია, რომელ წელს რას ვაკეთებთ. იგივ გავაკეთე ყველა სამინისტროს მიმართულებით", - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.