გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

20-09-2021

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი, მთის რაჭის ისტორიული სოფლების, ღებისა და ჭიორის მოსახლეობას შეხვდა.


ღებისა და ჭიორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, როსტომ ლობჟანიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.


მიგრაცია ონის მუნიციპალიტეტის ყველაზე რთული გამოწვევაა და სამწუხაროდ, არც ეს სოფლებია გამონაკლისი.


“დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის მხარდაჭერით ყველა იმ პირობას შევქმნით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც ხელს შეუწყობს მიგრირებული მოსახლეობის უკან, საკუთარ კერაზე დაბრუნებას“ - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.