გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში გარკვეული სასარგებლო წვლილი ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს, მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები

29-09-2021

ჩემი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში გარკვეული სასარგებლო წვლილი ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს, მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


„30 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით ერთად შევძელით წარმატებული პრეცედენტის შექმნა, როცა საქართველომ მედიაცია განახორციელა ჩვენს მოძმე, მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ურთიერთთანამშრომლობის და მედიაციის ეს წარმატებული მაგალითი შედგა. მოგეხსენებათ, რომ ეს შემთხვევა და ფაქტი იქნა ფართოდ აღიარებული და მოწონებულ იქნა ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მხრიდან. ყველას მხრიდან ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოწონება და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული, პირად საუბრებში თუ საჯაროდ, აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ის ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, ამაში გარკვეული სასარგებლო წვლილი, თუნდაც მცირედი ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს. რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.