გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: ხულოს მუნიციპალიტეტს სჭირდება ადგილზე ღირსეული მერი და საკრებულოს შემადგენლობა

30-09-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, დაბა ხულოს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე დაბა ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და რეგიონში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


„დაბაში ყველა ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და ეს იმდენად ცხადი და თვალნათლივია, მათ შორის ჩვენს ოპონენტებსაც ბევრი აღარ დარჩათ სათქმელი. ყველაფერი ჩვენ რაც ვთქვით, რაც დავგეგმეთ, მიუხედავად ამ უდიდესი გამოწვევისა, რომელიც არის პანდემია, ყველა ეს საქმე კეთდება, არ შეფერხებულა არც ერთი წამით და ამას ჭირდება გაგრძელება, ამას ჭირდება ადგილზე ღირსეული, როგორც მერი, ასევე საკრებულოს შემადგენლობა, რომ ყველა გადაწყვეტილება, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდეს საერთო კოორდინაციით და საქმე კეთდებოდეს ისე, როგორც ამას ჩვენი მოსახლეობა ელის თითოეული ჩვენგანისგან. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო აქტიურად გვქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, შევძლოთ ყველა პრობლემის გადაჭრა ერთად, რაც ხულოს მუნიციპალიტეტს და თქვენს ოჯახებს აწუხებთ", – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.