გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის გაფლანგვას, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა

30-09-2021

ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ სცნო დაუსაბუთებელი პროგრამების დაფინანსებისთვის.


„ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში. ერთ-ერთი ფაქტი დადასტურდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბატონი კეზერაშვილი დაუსაბუთებელი, გაუგებარი პროგრამების დაფინანსებისთვის. კერძოდ, თუ არ ვცდები, 5 მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე და არც სერვისი არ იქნა გაწეული და არც არავითარი შეიარაღება არ ჩამოსულა. ასეთი ფაქტი არის უამრავი დაა გამოძიება ყველა ამ ფაქტს გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.