გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა 2021 დაიწყო

4-10-2021

მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა 2021“ დაიწყო. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარა ჯგუფის, კერძოდ მისი ერთ-ერთი ბრენდის -რუმს კოხტასერთობლივი ორგანიზებით იმართება და 2009 წლიდან მოყოლებული მე-13-ჯერ ჩატარდება.


წელს კონკურსს ახალი პარტნიორი ჰყავს, შესაბამისად, იმპროვიზაციული ტური ბაკურიანში, კოხტას მთის ძირში განთავსებულ „რუმს კოხტას“ სასტუმროში ჩატარდება. კონკურსის ორგანიზატორები ფინალისტებსა და ჟიურის წევრებს სამ დაუვიწყარ დღეს სთავაზობენ, რომელიც გაჯერებული იქნება ბუნებით, სიმშვიდით, ლიტერატურაზე საუბრებითა და ახალი იდეებით.


სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ტრადიციულად ორ ეტაპად იმართება. პირველ ტურში სტუდენტები კონკურსის აპლიკაციას ავსებენ და ნებისმიერი სახის პროზაულ ნაშრომს აგზავნიან (თემა და ჟანრი შეუზღუდავია); შემოსული ნაშრომებიდან, შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ და ახალ ნაშრომებს უკვე ბაკურიანში, ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე შექმნიან.კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით და პარტნიორის სპეციალური პრიზები გადაეცემათ.


გამარჯვებულებს ლიტერატურული ჟიური დაასახელებს, რომელიც სამი მუდმივი წევრისგან - დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, მოწვეული ორი ახალი წევრისგან და გასული წლის გამარჯვებულისგან შედგება. ყოველწლიურად კონკურსის ჟიურიში ქართველი მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, პუბლიცისტები, მთარგმნელები და კრიტიკოსები ერთიანდებიან.


ლეგენდა განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსშიმონაწილეობასაქართველოსყველაუმაღლესისასწავლებლის, სამივესაგანმანათლებლოსაფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ.