გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გარდაბანში იმ მოსწავლეების გარიცხვას ითხოვენ, რომლებიც მოსწავლეზე ძალადობდნენ

24-04-2018

გარდაბანში, ერთ-ერთ საჯარო სკოლათან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სკოლიდან იმ მოსწავლეების გარიცხვას ითხოვენ, რომლებიც მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ძალადობდნენ, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.

დაზარალებული ბავშვის დედის თქმით, მისი შვილი ნაცემია და ვიდეოში რასაც ამბობს, ეს ძალდატანებით მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტი იკვეთება, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

imedinews.ge