გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი ბრეგაძე: საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო

11-10-2021

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო.


„ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.