გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ ტრენინგები გაიმართა

12-10-2021

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგები ჩაატარა.


მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგნ მიიღეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის, მისი გაუმჯობესების გზების, მონიტორინგის, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და რეგულირების მიზნით, „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“ მოქმედებს.