გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა ოქრიაშვილი: ქართული ოცნება სრულდება!

18-10-2021

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს.


"ვნახე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი, „დავასრულოთ ნაცები“. რა შემიძლია ვთქვა:1. კლიპი აღსავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით. 2. ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ქოცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ: ვერ დაიკვეხნიან, რომ რამე გააკეთეს. პირიქით, ქვეყანა რეგრესშია ყველა მიმართულებით. ვერც სამომავლო დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რადგან გასული ცხრა წლის მანძილზე ყველამ დაინახა, რომ არაფერი შეუძლიათ. 3. რეალურად, „გაცრუებული ოცნება“ მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ, ამთავრებს ჩვენს ქვეყანასაც.  ამიტომ, აუცილებლად მოდით გადამწყვეტ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ოპოზიცია!" - აცხადებს ოქრიაშვილი.