გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი საბედაშვილი: კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია სუს-ის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებაა

28-10-2021

„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ.


აღნიშნული წარმოადგენს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას" - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.


"განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.


კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოვლედღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“ -განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.