გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვანდეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის ხვალინდელი დღე

31-10-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს გამარჯვება მიულოცა. მან ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


"გილოცავთ გამარჯვებას!


მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.


მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვანდეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის ხვალინდელი დღე.


მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება სიძულვილს დავუპირისპიროთ - სიყვარული, უკუსვლას - პროგრესი, ღირსების შელახვას - ერთმანეთის პატივისცემა.

ვულოცავ არჩილ ჩიქოვანს და ზაზა დიასამიძეს მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას.


ბათუმმა დიდი ტრაგედია გადაიტანა და ჩვენს ქალაქს არ მოუშუშებია ეს დიდი ტკივილი. ზუსტად ვიცით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას! - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.