გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: დღეს, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა

24-11-2021

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა.


"ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული შრომის შედეგი, რომელსაც GMGA-მ საქართველოს სახელწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მიაღწია.


სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა არის ერთის მხრივ საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების უდიდესი აღიარება მსოფლიო დონეზე და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მთამსვლელებისა და სამთო გამყოლებისთვის, საქართველოში მიღებული სწავლებით მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი" - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა